2024 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრები თბილისში საფრანგეთსა და ინგლისს უმასპინძლებს.
სამთამაშიანი საერთაშორისო სერიის ფარგლებში, უმცროსი "ბორჯღალოსნები" ერთხელ საფრანგეთს და ორჯერ ინგლისს დაუპირისპირდებიან - სამივე მატჩი ავჭალის სტადიონზე გაიმართება.
საქართველო V საფრანგეთი - 4 მაისი, ავჭალა
საქართველო V ინგლისი - 7 ივნისი, ავჭალა
საქართველო V ინგლისი - 12 ივნისი, ავჭალა
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი წელს სამხრეთ აფრიკაში გაიმართება, სტარტს 29 ივნისს აიღებს და გამარჯვებული 19 ივლისს გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
უმცროსი ბორჯღალოსნები თბილისში საფრანგეთს და ინგლისს უმასპინძლებენ










