საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ვერონაში ესპანეთს 43:12 მოუგო.
მე-9 ადგილის ნახევარფინალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 7 ლელო დაუდეს.
3 ლელო მიხეილ შიოშვილს ანგარიშზეა. ქართველს მიმდინარე ტურნირზე ჯამში 5 ლელო აქვს გატანილი და საუკეთესო მელელოვეთა შორის სამხრეთ აფრიკელ და ინგლისელ მორაგბეებთან ერთად პირველ-მესამე ადგილებს იყოფს.
ქართველთაგან ესპანეთ ლელოები ასევე სანდრო მესხიძემ, გიორგი არძენაძემ, შოთა ხელაძემ და ნუგზარ ქევხიშვილმა დაუდეს.
გარდასახვა ლუკა თაყაიშვილმაპ (2) და გიორგი ჯაშმა (2) შეასრულეს.
იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 19 ივლისს გამართავს. მე-9 ადგილისთვის უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიასა და შოტლანდიას შორის გამარჯვებულს შეერკინებიან.
2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
საქართველო - ესპანეთი 43:12 (24:7)
საქართველო
ხაზი:15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. სანდრო მესხიძე (არმია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიორგი ჯაში (არმია), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);
შერკინება:1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა, კაპ.), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 7. ლუკა ნარსია (აია), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).
მარქაფა:16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. დავით ბარამია (ტულონი), 20. ნიკა აბესაძე (ლელო); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. საბა შარვაშიძე (აია), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია).









