ორმატჩიანი სერიის მეორე დაპირისპირებაში უმცროსი ბორჯღალოსნები უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქე დიდი ანგარიშით, 45:17 დაამარცხეს — სერიის პირველი მატჩი ინგლისმა 31:7 მოიგო.
2024 წლის რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. უმცროსი ბორჯღალოსნები B ჯგუფში იასპარეზებენ, სადაც ირლანდიას, ავსტრალიასა და იტალიას დაუპირისპირდებიან.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი










