დღეს ავჭალის სარაგბო სტადიონზე უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.
ტესტ მატჩი 2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში გაიმართა.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ინგლისმა 14-43 მოიგო.
სტუმრებს ქართველებმა ლელო მე-4 წუთზე დაუდეს.ღურწკაიას ლელო სირბილაძემ გარდასახა და უმცროსი ბორჯღალოსნები 7-0 იგებდნენ. საბოლოოდ, პირველი ტაიმია 7-14 დასრულდა, სტუმართა სასარგებლოდ. მეორე ნახევარი ინგლისელთა აქტიურობით დაიწყო 7-28 დაწინაურდნენ. 52-ე წუთზე სანდრო მესხიძემ ლელო დადო, გიორგი ჯაშმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 14-28 გახდა. ინგლისელებმა საბოლოოდ 14-43 გაიმარჯვეს.
მატჩის შესახებს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ ისაუბრა:
“ასეთ თამაშებში მნიშვნელოვანია ყველა მოთამაშეს მიეცეს შანსი, რადგან შესაძლებლობები გამოავლინონ. ვფიქრობ, გარკვეულ ასპექტში ნორმალურად გამოვიყურებით, არსებობს კომპონენტები, რაც უნდა გავაუმჯობესოთ.ახლა მწვრთნელები ვუყურებთ თამაშს და შევარჩევთ იმ 30 მორაგბეს,რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება. 23 ივნისს გავემგზავრებით იტალიაში, 26-ში მართვადი ვარჯიში გვექნება ავსტრალიასთან, შემდეგ კიპირველი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე.”
20-წლამდელთა ჩემპიონატს წელს იტალია მესამედ (2011 და 2015 წლების შემდეგ) უმასპინძლებს.
ტურნირი 29 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება, თამაშები კი ლომბარდიისა დავენეტოსოთხ ქალაქში გაიმართება: კალვიზანო,როვიგო, ვერონა დავიადანა.
საქართველო G ჯგუფში მოხვდა და 29 ივნისს კალვიზანოში ირლანდიას შეხვდება, 4 ივლისს ახალ ზელანდიას ვიადანაში ეთამაშება, 9 ივლისს კი იტალიას კალვიზანოშიშე ერკინება. ნახევარფინალური თამაში 14 ივლისს ვერონაში, ანვიადანაში გვექნება, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს კალვიზანოსა და როვიგოში გაიმართება.
20-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია, ხოლო B ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი იასპარეზებენ.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი, ირაკლი ტყემალაძე









