"ოქროს ბიჭები" სტაბილურობით არც სეზონის პირველ ნახევარში გამოირჩეოდნენ, რის შედეგადაც ისინი ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციამდე ჩამოიქვეთდნენ. სამწუხაროა, იმის გათვალისწინებით, რომ ვიკარიჯ როუდზე ძალიან კარგ სეზონს პერსონალურად გიორგი ჩაკვეტაძე ატარებს.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი ითვლება ჩემპიონშიპის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და მას მსურველებიც არ აკლია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტომ კლევერლის გუნდის ლიდერის სახელი დაუკავშირეს ევერტონსა და ვულვზს, გუშინ კი "თეთრებთან" მატჩს კომოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
უოტფორდის კრიზისისა და ამ გუნდის რვიანის კარგი თამაშის ფონზე, მართებული გადაწყვეტილება სხვა გუნდში გადასვლა ხომ არ იქნება? ამ კითხვაზე პასუხს ზაფხულში გავიგებთ. ბრიტანელი საფეხბურთო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სეზონის ბოლომდე, 25 წლის ფლეიმეიქერზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.











