რიო ფერდინანდმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მისთვის პოდკასტზე ყველაზე სასურველი სტუმარი იქნებოდა. ვეტერანი ფეხბურთელისთვის ასეთი პერსონა ლეგენდარული რობი ბაჯო იქნებოდა. ინგლისელი ყოფილი უკანახაზელი მას ცოტა ხნის წინ განვლილ მადონინაზე შეხვდა.
"ვიცნობ ყველა საუკეთესო ფეხბურთელს, როგორც ჩემი თაობის, ისე უფრო ადრინდელისაც, თუმცა მაინც ავღელვდი, როდესაც დერბი დელა მადონინაზე ბაჯო დავინახე. მან გამახსენა ბავშვობა, რადგან იქ, სადაც დავიბადე, ის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და დაფასებული მოთამაშეა.
უცნაურია, როდესაც ინგლისში იტალიელი ასე უყვართ. რობერტოს ვთხოვ, რომ მოვიდეს ჩემს პოდკასტში - ის ვერც კი წარმოიდგენს, თუ როგორი საყვარელია ყველასთვის, განსაკუთრებით, ჩემი თაობისთვის. ახლაც კი არ მჯერა, რომ იტალიელ ფორვარდს შევხვდი."









