მეორე მედალი მოიპოვა საქართველოს დელეგაციამ ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.
ძიუდოისტი ვახტანგ ჭიაბერაშვილი (-60 კგ.) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ქართველმა მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში შვეიცარიელი მეტოქე დაამარცხა.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი მედალი საბა ბოლქვაძემ მოუტანა. ძიუდოისტმა ბრინჯაო მოიპოვა. ამ დროისთვის, ჩვენი ქვეყნის ანგარიშზე ბრინჯაოს 2 მედალია.









