მილანმა იტალიის სერია ა-ს გასულ ტურშიც ვერ მოიგო და 15 ტურის შემდეგ, მე-8 ადგილს იკავებს.
"მილანი დიდებული კლუბია, საოცარი სტადიონითა და ბრწყინვალე გულშემატკივრებით. ვიცი, რომ ბოლო პერიოდში ინტერს უკეთესი ხანა უდგას, რითიც მილანის ფანები დამწუხრებულები არიან, მათ ცუდი დრო აქვთ.
თუმცა დარწმუნებული ვარ, მილანელები ძველ დიდებას დაუბრუნდებიან და კრიზისიდან გამოვლენ. ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა, რომ გუნდში მაქსიმალურად ბევრი იტალიელი ფეხბურთელი თამაშობდეს", - განაცხადა ვან ბასტენმა.









