"მადრიდის რეალი ის კლუბია, სადაც ყველას სურს თამაში. ზუსტად არ ვიცი, რა არის მათი მთავარი საიუდუმლო, მაგრამ ეს კლუბი ბევრად მეტია ვიდრე ბარსელონა. მსოფლიოს ყველა მოთამაშეს, ისევე როგორც "ბარსელონას" ფეხბურთელებს, ყველას სურს რეალ მადრიდში თამაში. ამაში 100% დარწმუნებული ვარ.
როდესაც რეალ მადრიდის მოთამაშე ხარ, ქუჩაში გასვლაც კი გიჭირს. მე იმ გუნდის მთავარი ვარსკვლავი არ ვიყავი, მაგრამ მეც კი მიჭირდა ქალაქის ცენტრში გასვლა. მე არასოდეს მინახავს მადრიდის ცენტრი და ასე იყვნენ სხვებიც... მაგალითად კრიშტიანუ რონალდუ სახლიდან საერთოდ არ გადიოდა. ის მხოლოდ ვარჯიშებზე ფიქრობდა, რადგან ის იყო პირველი, ვინც მოდიოდა ბაზაზე და უკანასკნელი ვინც მიდიოდა.

მბაპე? პსჟ-ში ის კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ მადრიდის რეალს ჰყავს ვინისიუსი, როდრიგო, ბელინგემი... ამდენი კარგი მოთამაშის ფონზე, უნდა გაიზიაროს სცენა, რაც საკმაოდ რთულია, თუ არ ხარ კრიშტიანუ რონალდუ. მბაპე უნდა იყოს ტოპ დონის ვარსკვლავი, მაგრამ ახლა ის ერთი რიგითი მოთამაშეა.
როდესაც რაიან გრავენბერხი ჯუდ ბელინგემს შევადარე, ამის გამო ხალხმა დამცინა. მე ვუყურებ ფეხბურთელის პოტენციალს — მე ვთქვი, რომ მისი პოტენციალი ბევრად აღემატება ჯუდ ბელინგემს. ჯუდმა რეალში კარგად დაიწყო, ბევრი გოლი შეაგდო, მაგრამ ახლა ყველა ვხედავთ, თუ როგორ უჭირს კარგი თამაშის ჩვენება. ის კარგი მოთამაშეა, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მე მჯერა, რომ გრავენბერხს გაცილებით მეტის შემოთავაზება შეუძლია... და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ცოტათი მართალიც კი ვიყავი.
ერლინგ ჰოლანდი ერთი ჩვეულებრივი მოთამაშეა. არ მინდა ვიყო უხეში, მაგრამ ის არ არის საკმარისად კარგი. მან ბევრი გოლი გაიტანა, მაგრამ რაღაც მაინც აკლია, რის ფონზეც ვიტყვი, რომ ის მსოფლიო დონის ფორვარდია. მარკო ვან ბასტენი, რუდ ვან ნისტელროი... არა, არა, არა, ჰოლანდი არ არის ამ კატეგორიის თავდამსხმელი."