პირველ საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 66 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი გახდა - მან კონტინენტის პირველობა კარიერაში მეორედ მოიგო.
ვაჟა მარგველშვილმა ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი იპონით დაამარცხა. დღეს, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს - 57 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ეთერ ლიპარტელიანი დარია ბილოდიდს დაუპირისპირდება.










