მეორე საჭიდაო დღეს, 66 კგ. წონით კატეგორიაში ფინალურ ბლოკში ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს და ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.
30 წლის ქართველმა ძიუდოისტმა პირველი წრე დაისვენა და მეორე წრეში რუს ჩოპანოვს მოუგო, ხოლო შემდეგ უზბეკი ნურილაევი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.
1/4 ფინალში ვაჟა მარგველაშვილი იაპონელ ტაკეოკასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მონღოლ ბატოგტოხს იპონით მოუგო. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ქართველის მეტოქე იტალიელი პირასი იქნება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე აიღებს სტარტს.
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF)











