ლატვიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს იუნიორთა ნაკრების წევრებმა ისაპარეზეს და საუკეთსო შდეგი მიხეილ ხუჭუამ დააფიქსირა.
საერთაშორისო ტურნირზე (LATVIJAS RITEŅBRAUKŠANAS FEDERÄCIJA LR čempionāts daudzdienu velobraucienā un Zemgales kauss 2025) ასევე იასპარეზეს, გიორგი გაბრიჭიძემ და დავით ხელაშვილმა.
მიხეილ ხუჭუამ პირველ რბოლაში საუკთესო შედეგი დააფიქსირა და მწვანე მაისური დაისაკუთრა. ქართველმა 98 კილომეტრიან დისტანციაზე, 70 მონაწილეს შორის პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. მიხეილ ხუჭუამ შუალედური ფინიშების მოგებით საერთო ჯამში 16 ქულა დააგროვა და ამ მაჩვენებლით, 5 ქულით აჯობა ესტონელ მეტოქეს და საუკეთესო სპირინტერის ტიტული მოიპოვა.









