2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი, - ეს შედეგი დააფიქსირეს ქართველმა ველოსპორტსმენებმა პორტუგალიაში, ქალაქ ანადიაში გამართულ შეჯიბრებაზე ,, ბენტო პესოას საერთაშორისო თასი ველოდრომზე“ .
წარმატებით იასპარეზეს მიხეილ ხუჭუამ დაგიორგი გაბრიჭიძემ.
ჯგუფურ რბოლაში (გამოვარდნითი რბოლა) მიხეილ ხუჭუამ ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა, ასევე პირველი იყო ჯგუფურ რბოლაში (სკრეჩი), რბოლის მეორე ეტაპზე, ჯგუფურ რბოლაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ასევე წარმატებით იასპარეზა გიორგი გაბრიჭიძემ, რომელმაც ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვა - ჯგუფურ რბოლებში (ქულებზე რბოლა, სკრეჩი).









