ბარსელონას მეკარემ, ვოიცეხ შესნიმ ლონდონის არსენალში არსენ ვენგერთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა. ვეტერანი კარის დარაჯის სიტყვებით, ჰანსი ფლიკისგან განსხვავებით, ფრანგი დამრიგებელი თამბაქოს მოწევას მას უკრძალავდა. ერთხელ მან პოლონელი გოლკიპერი გასახდელიდან გააძევა კიდეც.
"არსენალში მიკრძალავდნენ თამბაქოს მოწევას, თუმცა ვენგერი ზოგჯერ გამონაკლისს უშვებდა. მახსოვს საუთჰემპტონთან მარცხი, რომლის შემდეგაც თავს ვგრძნობდი ცუდად და მოწევა გადავწყვიტე. არსენმა ამჯერად არ გაითვალისწინა ჩემი სურვილი და გასახდელიდან გამაძევა.
მესმის, ეს იყო ჩემი ბრალი, რადგან ფრანგი მწვრთნელისგან ჯერ ნებართვა უნდა ამეღო. ფლიკთან მიმართებაში სხვა სიტუაციაა, საუნაში ვიჯექით, როცა მან მითხრა: მთავარია ის, თუ მოედანზე რა შედეგს დებ. თუ ხარ შენი საქმის პროფესიონალი, შეგიძლია მოწიო აღლუმზეც, როცა ტიტულს მოვიგებთ"









