ბუნდესლიგის 30-ე ტურის მორიგი მატჩი ალიანც არენაზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ბაიერნი-შტუტგარტის დაპირისპირება იხილა.
ვენსან კომპანის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა, რითაც ბუნდესლიგის ჩემპიონობა გაინაღდა!
"რეკორდმაისტერმა" ტიტული დაიცვა და გერმანიის ჩემპიონობა 35-ედ იზეიმა.
ბაიერნი 4-2 შტუტგარტი
გოლები: 0-1 კრის ფიურიხი 21', 1-1 რაფაელ გერეირო 31', 2-1 ნიკოლას ჯექსონი 33', 3-1 ალფონსო დევისი 37', 4-1 ჰარი კეინი 52', 4-2 ჩემა ანდრესი 88'.









