ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის მე-8 გრან პრის მონაკო მასპინძლობს, სადაც მრბოლელებმა უკვე ორ პრაქტიკაზე გამოცადეს ბოლიდები.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, მაქს ვერსტაპენი, ბოლიდით უკმაყოფილოა, მედიასთან გაკეთებულ კომენტარში მან განაცხადა, რომ რედ ბული არასტაბილურია.
"ბოლიდი არასტაბილურია და ზედმეტად მოძრაობს მოსახვევებში - კონფიგურაციის შეცვლის შემდეგ, უცნაური სამართავი გახდა. ბოლიდი კენგურუსავით დახტის და თავს მატკივებს" - აღნიშნა ვერსტაპენმა.
ორი პრაქტიკის შემდეგ გამოჩნდა, რომ მონაკოში რედ ბული მართლაც არასტაბილურია და ლიდერებს დაახლოებით ნახევარი წამით ჩამორჩება. დღეს მესამე პრაქტიკა და კვალიფიკაცია გაიმართება, ხოლო ხვალ რბოლა ჩატარდება.
ვერსტაპენი: "ბოლიდი კენგურუსავით დახტის და თავს მატკივებს"











