"ფორმულა 1-ში 40 წლამდე დარჩენას არ ვაპირებ, რადგან მინდა, რომ საკუთარი შესაძლებლობები სხვა სარბოლო სახეობებშიც გამოვცადო" - განაცხადა მაქს ვერსტაპენმა.
მოქმედმა ჩემპიონმა სარბოლო ტემპზეც ისაუბრა:
"რა თქმა უნდა, თავს მაშინ ვგრძნობ კომფორტულად, როდესაც დიდი სარბოლო ტემპი მაქვს და მეტოქეებს 20 წამით ვუსწრებ. ეს შესაძლოა გულშემატკივრებისთვის მოსაწყენი იყოს, თუმცა, გულახდილად გეტყვით, რომ ჩემთვის კომფორტულია."
შეგახსენებთ, რომ ვერსტაპენმა ფორმულა 1 მიმდინარე სეზონში 6 რბოლიდან 4-ის მოგება მოახერხა და დამაჯერებლად, 136 ქულით, ლიდერობს. მომდევნო რბოლა 19 მაისს, იტალიაში, იმოლას ავტოდრომზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ვერსტაპენმა ფორმულა 1 მიმდინარე სეზონში 6 რბოლიდან 4-ის მოგება მოახერხა და დამაჯერებლად, 136 ქულით, ლიდერობს. მომდევნო რბოლა 19 მაისს, იტალიაში, იმოლას ავტოდრომზე ჩატარდება.











