ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის პირველი, ბაჰრეინის გრან პრი მოქმედმა ჩემპიონმა, მაქვს ვერსტაპენმა მოიპოვა. რბოლის დასრულების შემდეგ, რედ ბულის ნიდერლანდელმა პილოტმა კომენტარი გააკეთა:
"დღევანდელი დღე იმაზე კარგად დასრულდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ბოლიდი ყველა ასპექტში სასიამოვნო სამართავი იყო და მაღალი ტემპი ვაჩვენეთ."
"ლიდერობის შესანარჩუნებლად, სტარტის შემდეგ პირველივე მოსახვევში შიდა ტრაექტორიის დაჭერაა საჭირო, რაც კარგად გამოგვივიდა და პოზიცია შევინარჩუნეთ. ამის შემდეგ, მხოლოდ ჩვენს რბოლაზე ვიყავით კონცენტრირებული და ყველაფერი იდეალურად წარიმართა."
ბაჰრეინის გრან პრიზე რედ ბულმა დუბლი მოიპოვა - ვერსტაპენმა პირველი, ხოლო პერესმა მეორე პოზიცია დაიკავა. მესამე ადგილზე კი ფერარის ესპანელი მრბოლელი, კარლოს საინსი გავიდა. მომდევნო რბოლა, ზუსტად 1 კვირაში, საუდის არაბეთში გაიმართება.
ვერსტაპენი: "სეზონის უკეთეს სტარტს ვერც კი წარმოვიდგენდით"











