მაყურებელმა საკმაოდ მძიმე და დაძაბული მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა, 2:1. "ჩაქუჩების" მხრიდან თავი კრისტენსიო სამერვილმა და ჯარედ ბოუენმა გამოიჩინეს, ხოლო მანჩესტერიდან ერთადერთი გოლის ავტორი კაზემირო გახდა.
ამ მატჩის შემდეგ, ვესტ ჰემმა მანჩესტერ იუნაიტედი ცხრილში ჩამოიტოვა და 11 ქულით, მე-13 პოზიციამდე დაწინაურდა. იმის მიუხედავად, რომ "წითელ ეშმაკებსაც" 11 ქულა აქვთ, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი, ბურთების უარესი სხვაობის გამო, მე-14 პოზიციაზე იმყოფება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









