გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი შეხვედრა მაიამიში გაიმართა, სადაც ადგილობრივი ჰიტი ტორონტო რეპტორსს დაუპირისპირდა. კასეიას ცენტრში შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 91-112.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 27:29 წუთი გაატარა. ამ დროში 26 წლის მოთამაშემ საკმაოდ სოლიდური პერფორმანსი შემოგვთავაზა: 14 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი, 1 ჩაჭრა.
პარკეტზე საუკეთესო ტორონტოს მოთამაშე სკოტ ბარნსი იყო, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა შეასრულა და 4 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში ვაშინგტონ უიზარდს დაუპირისპირდება. მატჩი 27 დეკემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
მაიამი ჰიტი - ტორონტო რეპტორსის მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] 14 ქულა მაიამისთან! — მამუკელაშვილის მორიგი კარგი პერფორმანსი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FnLX6WioYCgbhc43PEXL04K8kUtcr5wMw.webp&w=3840&q=75)







