გიორგი კვერნაძე ფროზინონეს შემადგენლობაში კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. სერია B-ს 21-ე ტურში მის მიერ რეჯანას კარში გატანილი ბურთი აღნიშნულ ლიგაში თვის საუკეთესო გოლად დასახელდა. "წამის მეასედში, კარს გახედა, დაარტყა და გოლკიპერს შანსი არ დაუტოვა", - წერს იტალიის რანგით მე-2 ლიგის ოფიციალური გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი "ჯალაძურიში" თამაშობს 2023 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო 64 მატჩის ჩატარება, 7 ბურთის გატანა და 7 ასისტის გაფორმება. რაც შეეხება "ლომების" სატურნირო მდგომარეობას 22 ტურის შემდეგ, მე-2 პოზიცია და 46 ქულა.

![[VIDEO] გიორგი კვერნაძის გოლი სერია B-ში თვის საუკეთესოდ დასახელდა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FmFFI1DGAwtiOgzJKd2N46M8haiDUybAo.webp&w=3840&q=75)







