CONCACAF ჩემპიონთა თასის 1/8 ფინალში ინტერ მაიამიმ საკუთარ მოედანზე ნეშვილი მიიღო — მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედრაში ინტერ მაიამის მხრიდან თავი ლიონელ მესიმ გამოიჩინა, რომელმაც კარიერაში მე-900 გოლის გატანა მოახერხა.
მესის მე-900 გოლი კარიერაში
სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით შემდეგ ეტაპზე ნეშვილი გავიდა და 1/4 ფინალში ამერიკას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ფილადელფია უნიონს აჯობა.









