გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ჩიკაგოში, სადაც ადგილობრივმა ბულზმა ტორონტო რეპტორსს უმასპინძლა. იუნაიტედ ცენტრში შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 109-139.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე 22:10 წუთი გაატარა. ამ დროში 26 წლის მოთამაშემ მორიგი სოლიდური პერფორმანსი შემოგვთავაზა: 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა.
ტორონტომ სათამაშო ფორმა კვლავ აკრიფა და ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, რითაც სატურნირო ცხრილში სიტუაცია საგრძნობლად გამოისწორა.
სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში დენვერ ნაგეთს დაუპირისპირდება. მატჩი 21 მარტს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
ჩიკაგო ბულზი - ტორონტო რეპტორსის მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი სოლიდური პერფორმანსი — ტორონტომ ჩიკაგო დაამარცხა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FfaV02Gz1HpPnJoCMOxx6AyGdEhwoftNY.webp&w=3840&q=75)







