გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა სოლტ ლეიკში, სადაც ადგილობრივმა ჯაზმა ტორონტო რეპტორსს უმასპინძლა. დელტას ცენტრში შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 127-143.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე 32:13 წუთი გაატარა. ამ დროში 26 წლის მოთამაშემ ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა: 23 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა.
სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში ლოს ანჯელეს კლიპერსს დაუპირისპირდება. მატჩი 26 მარტს, თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.
იხილეთ სანდრო მამუკელაშვილის საუკეთესო მომენტები გუშინდელი მატჩიდან

![[VIDEO] მამუკელაშვილის ტოპ პერფორმანსი იუტასთან და ტორონტოს მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FxSn6jsQbdfnDHIVW1Nxh8NsTEV9LwGyq.webp&w=3840&q=75)







