ზურიკო დავითაშვილის სახელს უკავშირებენ არაერთ გუნდს, თუმცა ახალგაზრდა გარემარბი ჯერჯერობით სენტ-ეტიენშია. ფრანგულმა კლუბმა უკვე დაიწყო ახალი სეზონისთვის მზადება და "ლეს ვერტსის" განკარგულებაში ქართველი ვინგერიც არის. ცოტა ხნის წინ გაიმართა ამხანაგური შეხვედრა შვეიცარიულ ეტუალსთან, რომელიც "მწვანეებმა" 3:1 მოიგეს.
საქართველოს ნაკრების გარემარბი მოედანზე გამოჩნდა მეორე ტაიმში და 59-ე წუთზე მან გოლიც გაიტანა. ახალგაზრდა შემტევმა აჯობა ორ მეტოქეს, ბოლოს კი გოლკიპერს ბურთი თავზე გადაუგდო.

![[VIDEO] მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - ზურიკოს ეფექტური გოლი ამხანაგურ მატჩში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FTdj1WM40nUh6gsWXtbi2l1sVc8If9RyY.webp&w=3840&q=75)







