მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობის დასრულების შემდეგ, ლუკა მოდრიჩმა მადრიდის რეალი დატოვა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ხორვატი ფლეიმეიქერი კარიერას მილანში გააგრძელებს. მედია სივრცეში გაჩნდა ვიდეო, სადაც ვეტერანი შუახაზელი თავის მაისურს "სამეფო კლუბის" ერთ-ერთ მოთამაშეს ჩუქნის.
ეს ფეხბურთელია არდა გიულერი და ბევრის აზრით, სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების ყოფილი კაპიტნის პოზიციური შემცვლელი სწორედ ის არის. რაც შეეხება 39 წლის ფლეიმეიქერის 10-იანს, როგორც ვიცით, მის ნომერს მომავალ სეზონში კილიან მბაპე აიღებს.

![[VIDEO] მემკვიდრეს მაისური აჩუქა - მოდრიჩის ბოლო ვიდეო რეალში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FvzZIWdalNkP9A25ygAH02uTG9YRQGAyN.webp&w=3840&q=75)







