სერია ა-ს 32-ე ტურის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს უდინეზე და მილანი დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა. "როსონერიმ" მეტოქე 0:4 დაამარცხა.
მეორე ტაიმის სტარტზე, მოედანზე საკმაოდ მძიმე შეჯახება მოხდა. მილანის ორი ფეხბურთელი, მეკარე მაიკ მენიო და მცველი, ალექს ხიმენესი ერთმანეთს თავებით შეასკდნენ, რის შემდეგაც ფრანგმა კარის დარაჯმა გონება დაკარგა.
როგორც მილანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეჯახება საკმაოდ მძიმე იყო, რის გამოც მენიოს კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ფრანგი კიპერი გონზე მალევე მოვიდა, თუმცა მას დამატებით გამოკვლევები მაინც დასჭირდება. დიდი ალბათობით, 29 წლის მეკარე კლინიკაში რამდენიმე დღეს გაატარებს.
იხილეთ ვიდეო

![[VIDEO] მენიოს მძიმე შეჯახება უდინეზესთან მატჩში — ფრანგი მეკარე კლინიკაშია გადაყვანილი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FtJvLcFs3uyMLgKwV2PsKt87pnHvZWxK4.webp&w=3840&q=75)







