სანამ მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება იყო მიმართული ბაიერნ მიუნხენისა და პარის სენ-ჟერმენის ცხრაგოლიანი თრილერისკენ, პეპ გუარდიოლა სულ სხვა თამაშით იღებდა სიამოვნებას. ტიტულოვანი სპეციალისტი დაესწრო ინგლისის რანგით მე-3 ლიგის შეხვედრას, სტოკპორტსა და პორტ ვეილს (1:2) შორის.
ესპანელი მწვრთნელი დიდი ინტერესით აკვირდება იმ ყველაფერს, რაც ხდება ქვედა დივიზიონებში და მან ამის შესახებ რამდენიმე თვის წინაც ისაუბრა: "ბრიტანეთთან მიმართებაში მაქვს არაერთი ტკბილი მოგონება და ერთ-ერთი მათ შორის არის სტუმრად ჩატარებული შეხვედრები ქვედა ლიგების წარმომადგენლებთან.
წარმოუდგენელია, როდესაც გამოდიხარ პატარა სტადიონზე, სადაც ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო გხვდება. გულშემატკივრები მღერიან - თქვენ ვინ ხართ? დიახ, ეს ყველაფერი არასდროს დამავიწყდება", - განაცხადა მანჩესტერ სიტის დამრიგებელმა.

![[VIDEO] პსჟ-ბაიერნს ინგლისის მე-3 ლიგის მატჩი არჩია - პეპ გუარდიოლას უცნაური გატაცება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F5CvGy427lB8ilqkzynFniXzqdEFrCQdS.webp&w=3840&q=75)







