NBA-ში ქართველების დაპირისპირება შედგა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქს უმასპინძლა. მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი მატჩი იხილა, რომელშიც უკეთესი შთაბეჭდილება მასპინძლებმა დატოვეს.
ტორონტომ მეტოქეს 139-87 მოუგო, სანდრო მამუკელაშვილმა კი მორიგი ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა. ქართველმა პარკეტზე 21:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა დააგროვა.
რაც შეეხება გოგა ბითაძის მონაგარს, 26 წლის მოთამაშემ პარკეტზე 10:11 წუთი დაჰყო, მის ანგარიშზე კი 6 ქულა და 4 მოხსნა იყო.
ტორონტო რეპტორსი შემდეგ ტურში დეტროიტ პისტონსს დაუპირისპირდება, ორლანდო მეჯიქი კი ფინიქს სანსს უმასპინძლებს.
ტორონტო რეპტორსი - ორლანდო მეჯიქის მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] ქართველების დაპირისპირება NBA-ში — მამუკელაშვილის ტორონტომ ბითაძის ორლანდო დაამარცხა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FPTX1ZtsoiaYJG9hLzIeUyvjSe1Iz09Ui.webp&w=3840&q=75)







