პრემიერ ლიგის მე-12 ტურის დასკვნითი მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერ იუნაიტედისა და ევერტონის დაპირისპირება იხილა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა.
მატჩის ყველაზე საინტერესო მომენტი შეხვედრის მე-13 წუთზე მოხდა, რა დროსაც იდრისა განა გეიმ საკუთარ თანაგუნდელ მაიკლ კინს სახეში ხელი გაარტყა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
იმის მიუხედავად, რომ ევერტონი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში 10 კაცით თამაშობდა, დევიდ მოიესის გუნდმა მაინც მოახერხა და მეტოქე დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი კირნან-დიუსბერი ჰოლიმ გაიტანა.
იხილეთ იდრისა განა გეის წითელი ბარათის მომენტი და მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] ევერტონის ფეხბურთელმა თანაგუნდელს ხელი დაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FDmQfEkSptxjKEEUeDZAZ5IoTo1dpUKGZ.webp&w=3840&q=75)







