გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ტორონტოში, სადაც ადგილობრივმა რეპტორსმა ინდიანა პეისერსს უმასპინძლა. სქოტიაბანკ არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა, 122-104.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე 21:39 წუთი გაატარა. ამ დროში 26 წლის მოთამაშემ საკმაოდ სოლიდური პერფორმანსი შემოგვთავაზა: 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.
ტორონტომ ზედიზედ მეორე მატჩის მოგება მოახერხა, რითაც მე-5 პოზიცია გაიმყარა.
სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში დეტროიტ პისტონსს დაუპირისპირდება. მატჩი 12 თებერვალს, თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.
ტორონტო რეპტორსი - ინდიანა პეისერსის მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილი ტორონტოს გამარჯვებაში დაეხმარა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F3umI5EjuP2vd53SwxuJrPEa2EbZjDfIz.webp&w=3840&q=75)







