გუშინ ღამით NBA-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა ფინიქსში, სადაც ადგილობრივმა სანსმა სან ანტონიო სპურსს უმასპინძლა. Footprint Center-ს არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა, 117-98.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე საკმაოდ დიდი დრო, კერძოდ 25:09 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა: 19 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი.
პარკეტზე საუკეთესო ფინიქსის მოთამაშე რაიან დანი იყო, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, 11 მოხსნა შეასრულა და 1 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში ტორონტო რეპტორსს დაუპირისპირდება. მატჩი 13 აპრილს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის ტოპ პერფორმანსი ფინიქს სანსთან](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fh0yL8qovnMxkYUDzedl2W552Vjz6fbNR.webp&w=3840&q=75)







