ბარსელონა გახდა ლა ლიგის ტრიუმფატორი და საჩემპიონო აღლუმიც გამართა. გუნდთან ერთად ზეიმობდა ვოიცეხ შესნიც, რომელიც ტრადიციულად სიგარით იყო. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ მომენტში პოლონელი გოლკიპერი სიგარას სთავაზობს მარკ ბერნალს, მაგრამ 17 წლის ნახევარმცველისგან ის უარს იღებს.
შეგახსენებთ, რომ ტურინის იუვენტუსის ყოფილი მეკარე კატალონიელებს შეუერთდა მიმდინარე სეზონის დასაწყისში, მარკ ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ. 35 წლის გოლკიპერს იმ მომენტისთვის კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდა. როგორც ვხედავთ, სეზონს ის 3 ტიტულით ასრულებს.
"ბლაუგრანას" 25-ე ნომერმა მოიგო ესპანეთის სუპერთასი, კოპა დელ რეი და ცოტა ხნის წინ, ლა ლიგაც. ამის გარდა, ვეტერანი მეკარე გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშიც, მაგრამ კამპ ნოუს ბინადრებმა მილანის ინტერთან წააგეს.

![[VIDEO] შესნიმ საჩემპიონო აღლუმზე 17 წლის ბერნალს სიგარა შესთავაზა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F1mmeuHL8XlHOwUKreBuEbcsmslcvQlwR.webp&w=3840&q=75)







