ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, ლაშა ბექაურთან ვიდეო ინტერვიუ ჩაწერა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ბავშვობის ოცნება 4 ოლიმპიადის მოგებაა და ორჯერ უკვე მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება.
ლაშა ბექაურის ინტერვიუ ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან
ლაშა ბექაურმა ოლიმპიადაზე ოქროს მედლები 2021 წელს ტოკიოში და 2024 წელს პარიზში მოიგო. პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, მას არ უასპარეზია და დიდი ალბათობით, ივნისში, მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნდება.









