ახალი ამბავი არ არის, რომ ლივერპულის მარჯვენა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის სახელს მადრიდის რეალს უკავშირებენ. არსებობს მოსაზრება, რომ თავად ინგლისელი განაპირა მცველიც არ არის "სამეფო კლუბში" გადასვლის წინააღმდეგი, მეტიც, "წითლების" დატოვების საბოლოო გადაწყვეტილება მან უკვე მიიღო.
მერსისაიდული გუნდის მარჯვენა მცველი ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს ლეგენდარული ბუცების, Predator Elite Tongue x Moments-ზე, საინტერესო კი არის ის, რომ ვარსკვლავური განაპირა მცველი იხსენებს ზინედინ ზიდანსა და დევიდ ბექჰემს...წარსულის გმირებს, რომლებიც ბუცების აღნიშნული მოდელით თამაშობდნენ.
ლეგენდარული ფრანგი შემტევი ნახევარმცველის ლევერკუზენის ბაიერში გატანილი გოლი კი 26 წლის მარჯვენა მცველმა საერთოდ საუკეთესოდ დაასახელა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ Predator-ით თამაშობდა "სქაუზერთა" საკულტო კაპიტანიც, სტივენ ჯერარდი, მაგრამ ალექსანდერ-არნოლდს ის არ უხსენებია.

![[VIDEO] ტრენტის მინიშნება რეალში ტრანსფერზე](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FWYtpkGifmuVRZNiUkmq6e0zpf79wdQB3.webp&w=3840&q=75)









