Adidas-მა გადაიღო ახალი სარეკლამო რგოლი, რომელიც ბუცების სამყაროში Predator-ისა და F50-ის დაპირისპირებას ეძღვნება. სიუჯეტის თანახმად, საიდუმლო დაჯგუფება ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ბუცების გავრცელების გეგმაზე მუშაობს. აღნიშნულ სარეკლამო რგოლში მონაწილეობა არაერთმა ლეგენდარულმა მოთამაშემ მიიღო.
ფრანგი ყოფილი ნახევარმცველის გარდა, კადრში ასევე არიან დევიდ ბექჰემი, ალესანდრო დელ პიერო, რიკარდო კაკა, ჩავი ერნანდესი და პოლ პოგბა. რეკლამაში არის რამდენიმე საინტერესო მომენტი, მაგალითად: ზიდანს ტელეფონის ზარზე უყენია მადრიდის რეალის ჰიმნი, დელ პიეროს საიდუმლო მეტსახელი კი არის "ზებრა", რაც არის ერთგვარი რეფერენსი ტურინის იუვენტუსის მისამართით.

![[VIDEO] ზიდანი, ბექჰემი, დელ პიერო, კაკა, ჩავი და პოგბა ერთ ვიდეოში - Adidas-ის ახალი სარეკლამო რგოლი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FVJgDrnbd7h5QR73wXzqtnZg1fM6Fyqup.webp&w=3840&q=75)







