მადრიდის რეალის ლეგენდარულმა ვარსკვლავებმა, რონალდო ნაზარიომ, რობერტო კარლოსმა, დევიდ ბექჰემმა და ლუიშ ფიგუმ გალაქტიკოს ეპოქა გაიხსენეს. Netflix-ის ახალი დოკუმენტური ფილმი სწორედ 2000-იანების "სამეფო კლუბს" ეძღვნება.
დევიდ ბექჰემი: "იმ პერიოდის რეალში ყველაფერი განსხვავებულად იყო. მახსოვს, მოწინააღმდეგემ გაგვიტანა, თუმცა რონალდო იღიმოდა და ხუმრობდა. გაკვირვებული დავრჩი, რის შემდეგაც ნაზარიომ მითხრა: "ნუ ნერვიულობ, აუცილებლად გავიტანთ".
რონალდო ნაზარიო: "გამარჯვების შემთხვევაში მივდიოდით ლუდის ან გუარანუს დასალევად".
რობერტო კარლოსი: "კაიპირინიოსაც ვსვამდით, ბექჰემს მოსწონდა. როდესაც ინიშნებოდა ჯარიმა, არ ვიცოდით, თუ ვინ დაარტყამდა, მე თუ დევიდი. "მე დავარტყამ, არა, ამჯერად, მე! შორეული დისტანციაა, მოდი ამჯერად შენ დაარტყი", - ასე ვკამათობდით ხოლმე ჩვენ".









