მატჩის შესახებ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
სომხეთთან გამარჯვება
რა თქმა უნდა, გვსურს საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ, მნიშვნელოვანი იყო B ლიგაში დარჩენა, ეს მნიშვნელოვანია ნაკრების განვითარებისთვის. პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, ის მოთამაშეები ვინც ცვლილებაზე შევიდნენ კარგად ითამაშეს. ორივე მატჩის გათვალისწინებით, ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, დაცვაშიც კარგად გამოვიყურებოდით.

ნაკრების ტაქტიკა
3-4 წლის წინ გადავწყვიტე 3 მცველით მეთამაშა, თუმცა ახლა უკვე არის შესაძლებლობა განსხვავებული ტაქტიკა შემერჩია, სიახლე შემოეტანა გუნდში. არასდროს იცი ფეხბურთში რა მოხდება, თუმცა კარგია რაც მეტი ვარიანტი გვექნება, უკეთესი.
გიორგი მიქაუტაძე
მიქაუტაძე შესაძლოა, ახლა საუკეთესო ფორმაშია, თუმცა მომავალში ვფიქრობ, კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებს, მისი მიდგომა, მენტალიტეტი ძალიან დადებითია ევროპის ჩემპიონატმა თავდაჯერება შესძინა და იმედია, ასე გაგრძელდება.
საბა გოგლიჩიძე
გოგლიჩიძემ და ლოჩოშვილმა ერევანში მაღალ დონეზე ითამაშეს. ახლა კაშია დაგვემატა, ყველამ ვიცით მისი პროფესიონალიზმი. სახვა ფეხბურთელებისაც კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, დავიწყეთ მომავალზე ფიქრი, საბა გოგლიჩიძის სახით, პერსპექტიული და ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, ვნახოთ როგორ გააგრძელებს კარიერას.
ბუდუ ზივზივაძე
21 წლამდე ჩემპიონატს პრიორიტეტი ექნება, ეს უკვე შეთანხმებულია. რაც შეეხება ზივზივაძეს, გუნდს ვამზადებ სექტემბრისთვის, ახლა მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია ძნელია მისი სკამზე დასმა. ადრე ბუდუს მეტი დრო მიეცა ახლა სხვა ვითარებაა.
მომავალი მეტოქე
ჩვენ ჯგუფში ნიდერლანდებს ვისურვებდი, ესპანეთს ბოლო პერიოდში ბევრჯერ ვეთამაშეთ, ნიდერლანდები სიახლე იქნება.

საქართველოს ნაკრებს მორიგი მატჩები ივნისში ელის, ჩვენი გუნდი ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს, მეტოქეთა ვინაობა ჯერ ცნობილი არაა.
სექტემბრიდან კი საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. საქართველოსთან ერთად ჯგუფში თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, მეორეადგილოსნები კი პლეიოფში ითამაშებენ.