დღეს დინამო არენაზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ფარერის კუნძულებს უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:
"პირველი ნახევრით კმაყოფილები ვართ, ყველაფერი გავაკეთეთ. მეორე ტაიმში მეტი შეიძლებოდა, გასათვალისწინებელია, რომ ესაა გუნდი, რომელიც მოედანზე ერთად პირველად გავიდა. რაც შეეხება გიორგი ლორიას, ემოციური დღე იყო, კარიერა დაასრულა, ლორიამ დღევანდელ მატჩში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და სასიამოვნოა, რომ სანაკრებო კარიერა მოგებით დაასრულა.
სექტემბრის მატჩებზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ლუკა ლოჩოშვილს მარცხენა ფლანგზეც კარგად შეუძლია თამაში. საბა ლობჟანიძე მჯერა მარცხნივ უკეთ თამაშობს, ვფიქრობ ის იყო დღეს მედანზე საუკეთესო იყო. ბოლო პერიოდში საბას ნაკლები მატჩის ჩატარება უწევდა ნაკრებში. ნიკა გაგნიძეს ძლიერი ფიზიკური მომზადება აქვს, მეტი უნდა ითამაშოს კლუბში, პოტენციალი აქვს, მომავალში აუცილებლად დაგვჭირდება.
3 დღეში მეორე ამხანაგური მატჩი გვაქვს და კიდევ მიეცემათ ფეხბურთელებს თავის წარმოჩენის შესაძლებლობა."
საქართველოს ეროვნული ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩში 8 ივნისს კაბო-ვერდეს ეთამაშება. შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.









