მადრიდის რეალის წინააღმდეგ გასამართი განმეორებითი მატჩის წინ, მიუნხენის ბაიერნის კაპიტანს, მანუელ ნოიერს ჰკითხეს, თვლის, თუ არა ის საკუთარ თავს ყველა დროის საუკეთესო გოლკიპერად. გერმანელმა კარის დარაჯმა ჟურნალისტებს საინტერესო პასუხი გასცა.
"ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მეკარე? რთული სათქმელია, გააჩნია რომელ ეპოქაზე ვსაუბრობთ. ყოველ ათწლეულში არიან ისეთი გოლკიპერები, რომლებსაც შეგვიძლია საუკეთესოები ვუწოდოთ. ადრე იყვნენ შმეიხელი, კანი, ბუფონი, კასილასი, თანამედროვეობაში ასეთი კარის დარაჯი კურტუა არის.
სამწუხაროა, რომ ტიბო განმეორებით მატჩშიც ვერ ითამაშებს. ჩემს მიერ ჩამოთვლილ მეკარეებს ჰქონდათ უნიკალური სტილი და მიღწევები, მიჭირს მათ შორის საუკეთესოს დასახელება. იმედი მაქვს, ხალხი მეც გამიხსენებს", - განაცხადა "რეკორდმაისტერის" კაპიტანმა.









