ჩელსიში მომდევნო სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. მას შემდეგ, რაც გუნდი ლიამ როსენიორმა დატოვა, გუნდი კვლავ კალუმ მაკფარლეინმა ჩაიბარა, თუმცა ეს დროებითია, რადგან მიმდინარე სეზონი როგორც კი დასრულდება, ლონდონურ კლუბში ახალი მთვარი მწვრთნელი მივა.
ვინ შეიძლება ჩაიბაროს ჩელსი მომდევნო სეზონში?
გავლენიან ბრიტანულ წაყროებს თუ დავუჯერებთ, ჩელსის სიაში 5 მწვრთნელია: სესკ ფაბრეგასი (კომო), ანდონი ირაოლა (ბორნმუთი), მარკო სილვა (ფულემი), ოლივერ გლასნერი (კრისტალ პალასი) და ჩაბი ალონსო (უგუნდოდ). ყველა მათგანის მიმართ ინტერესი რეალური და დადასტურებულია, მეტიც, რამდენიმე მათგან პირველი კონტაქტი უკვე შედგა, სადაც მხარეებმა პოტენციურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ზემოხსენებული სიიდან, მხოლოდ ჩაბი ალონსოა ამ წუთისთვის თავისუფალი, თუმცა ინფორმაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ როგორც ანდონი ირაოლა, ისე ოლივერ გლასნერიც ზაფხულში უგუნდოდ იქნება - ესპანელი ბორნმუთიდან მიდის, ხოლო ავსტრიელი კრისტალ პალასიდან. დიდი შანსია ამ სიაში მოხვდეს მარკო სილვაც, რომელიც ფულემის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ჩელსის ახალ პოტენციურ მთავარ მწვრთნელზე უფრო მეტ სიახლეს შევიტყობთ. დიდი შანსია ზემოხსენებულ სიას ახალი კანდიდატურებიც დაემატოს, რის თაობაზეც განახლებულ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.









