LaGazzetta.ge გთავაზობთ კანდიდატებს, თუ ვინ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის თავკაცად.
პირველ რიგში, იმას აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, კლუბმა შეთავაზება საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას გაუკეთა, თუმცა საბოლოოდ, მხარეები ვერ შეთანხმდნენ. რაც შეეხება სავარაუდო კანდიდატებს:
გიორგი ჭიაბრიშვილი
უკვე ერთ წელიწადზე მეტია ჭიაბრიშვილი უკლუბოდაა. ბოლოს ის დინამო თბილისში მუშაობდა. ჭიაბრიშვილი იმ იშვიათ მწვრთნელებს მიეკუთვნება, რომელთაც ქვეყნის სამივე ტიტული (ეროვნული ლიგა, საქართველოს თასი, საქართველოს სუპერთასი) მოგებული აქვს და დიდ კლუბებში მუშაობა მისთვის ახალი არ არის.
გიორგი მიქაძე
ცოტა მოულოდნელად, იბერიამ შუა სეზონში მიქაძე დაითხოვა და ისიც უკლუბოდაა. ჩვენი ინფორმაციით, მან ცოტა ხნის წინ შეთავაზება თელავიდან მიიღო, თუმცა იქ მუშაობაზე უარი განაცხადა. მიქაძე მზადაა მოლაპარაკებები დინამო ბათუმთან დაიწყოს.
გია გეგუჩაძე
დინამო ბათუმში მისვლის ყველაზე მთავარი და რეალური კანდიდატი გეგუჩაძეა. სწორედ მის სახელს უკავშირებდა ბათუმელთა აღზევება ქართულ ფეხბურთში. წლების განმავლობაში ის აჭარულ კლუბში მუშაობდა და თასიც ასწია. დიდი შანსია, მალე დინამო ბათუმში გეგუჩაძის დაბრუნება ვიხილოთ.










