ჩემპიონატის დაწყებამდე გიზიარებთ Opta Supercomputer-ის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზებს, რომელიც სიმულაციურ ანალიზს ეფუძნება. Opta Supercomputer-ის მიერ კოპა ამერიკის წლევანდელი გათამაშების მოგების მთავარ პრეტენდენტად მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ნაკრები (30.8%) დასახელდა. მეორე ადგილზე ბრაზილია გავიდა (23.3%), ხოლო მესამე პოზიცია ურუგვაის ერგო (12.6%). Opta-მ მასპინძელ ამერიკას მხოლოდ და მხოლოდ 7.1% მიანიჭა.

არგენტინა
მოქმედი ჩემპიონი ტურნირის მთავარი ფავორიტია, რაც ლოგიკურია. ფიფას რეიტინგის პირველი ნაკრები ტიტულის დაცვას შეეცდება. სკალონის გუნდში თითოეულ პოზიციაზე საკმაოდ ძლიერ ფეხბურთელებს ვხვდებით. კარს კვლავ ემილიანო მარტინესი დაიცავს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარე იყო. დაცვაში კუტი რომეროს ვხვდებით, რომელიც ამ სეზონში ტოტენჰემის გამორჩეული მოთამაშე იყო. ნახევარდაცვა არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა: დი მარია, მაკ ალისტერი, ენცო ფერნანდესი, დე პოლი... შუახაზში ბევრი ტოპ ფეხბურთელია წარმოდგენილი. და ბოლოს შეტევა, რომელსაც ლიონელ მესი ლიდერობს. ლეგენდარულ ათიანს კი ლაუტარო მარტინესი და ხულიან ალვარესიც ემატებიან, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან ძლიერ გუნდს ქმნის.
ბრაზილია
არგენტინის მთავარი მეტოქე და რეალურად გუნდი, რომელიც ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრედენტენტი იქნება. დორივალ ჟუნიორს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. სელესაოს განაცხადში ჩვენ ისეთ ფეხბურთელებს ვხვდებით, რომლებიც ტოპ კლუბებში თამაშობენ.

ბრაზილიის ნაკრების კარს გამოცდილი ალისონი დაიცავს. დაცვის ხაზში გაბრიელ მაგალაეშს ვხვდებით, რომელიც პრემიერ ლიგის წინა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. განაცხადში არიან დანილო, ბრემერი, ედერ მილიტაო... ფეხბურთელები, რომლებსაც დორივალის მხრიდან დიდი ნდობა აქვთ.
არგენტინისგან განსხვავებით, ბრაზილიას ისეთივე ძლიერი შუა ხაზი არ ჰყავს, როგორც მოქმედ ჩემპიონს. გამორჩეულ ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, აქაც ვხვდებით, მაგალითად: ბრუნო გიმარაეშს, პაკეტას, დუგლას ლუისს და ა.შ. თუმცა ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრების ყველაზე სუსტი წერტილი, ალბათ, ნახევარდაცვაა. და ბოლოს შეტევა, ბრაზილიის ნაკრების მთავარი იარაღი - ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო, მარტინელი, რაფინია და თინეიჯერი ენდრიკი, დორივალს შეტევაში საკმაოდ ბევრი არჩევანი ექნება.
სხვა ნაკრებები: ურუგვაი, ამერიკა...
ურუგვაი სამხრეთამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩული ნაკრებია, შესაბამისად, მარსელო ბიელსას ბიჭები ამერიკაში უბრალო ტურისტებად არ მიემგზავრებიან. "ლა სელესტეს" ნაკრებს, კოპა ამერიკა 15-ჯერ აქვს მოგებული, ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც არგენტინას. ბიელსას განაცხადში საკმაოდ ძლიერ ფეხბურთელებს ვხვდებით, დაცვის ცენტრიდან დაწყებული, შეტევით დამთავრებული: არაუხო, ხიმენესი, ოლივეირა, ნანდესი, უგარტე, ვალვერდე, ბენტანკური, პელისტრი, დარვინ ნუნიესი და არც მეტი, არც ნაკლები - ლუის სუარესი. ამ გუნდს ჩემპიონობაზე პრეტენზია ნამდვილად ექნება, თანაც სრულიად საფუძვლიანად.
რაც შეეხება მასპინძელ ამერიკას, გრეგ ბერჰალტერის გუნდში საინტერესო ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი: ტერნერი, რობინსონი, რიმი, რიჩარდსი, ადამსი, მაკკენი, მუსა, რეინა, ტილმანი, პულისიკი, ბალოგუნი, აარონსონი, ვეა და სარჟენტი. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს სია საკმაოდ კარგად გამოყურება და ამ გუნდს პრობლემების შექმნა ყველასთვის შეეძლება. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ამერიკა მასპინძელი ქვეყანაა და საკუთარი გულშემატკივრის წინ, უფრო დიდი მოტივაცია ექნებათ.