დღეს პარიზში ოქროს ბურთის რიგით 68-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. საღამოზე 2023/24 სეზონს შეაჯამებენ, სადაც საუკეთესო ფეხბურთელს, მეკარეს, მწვრთნელსა და სხვადასხვა გამარჯვებულს გამოავლენენ. უკვე ვიცით 2024 წლის ოქროს ბურთის 30 მთავარი ნომინანტიც. სიას სამეული ლიდერობს, კერძოდ ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი და როდრი. დღევანდელ დღემდე, ფავორიტი ამ სამეულსაც ჰყავდა — ყველა დიდი გამოცემის თუ ჟურნალისტის აზრით, 2024 წლის ოქროს ბურთის ფავორიტი ვინისიუსი იყო და თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდებოდა, ბრაზილიელი ამ ჯილდოს დღეს მიიღებდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, შეიძლება სიტუაციის სრულიად განსხვავებული დასასრული ვიხილოთ. ესპანური გამოცემები კი როდრის გამარჯვებაზე ალაპარაკდნენ...
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი.









