"ნაპოლი პირველ ადგილზე იმყოფება სრულიად დამსახურებულად და ამ გუნდს საქმის ბოლომდე მიყვანა ნამდვილად შეუძლია. კონტე ნამდვილი პერფექციონისტია. არ ღირს ინტერის ჩამოწერაც, რადგან ეს გუნდი დღევანდელ კალჩოში მაინც უძლიერესია. ორივე მათგანს ხელს გასპერინის ატალანტა შეუშლის.
ჯან პიერო არის ნამდვილი გენიოსი, რომელიც წლიდან წლამდე ახალ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს პოულობს", - განაცხადა "როსონერის" ყოფილმა ფორვარდმა. შეგახსენებთ, რომ 23 ტურის შემდეგ, პირველ პოზიციაზე 54 ქულით არის "პარტენოპეი", შემდეგ კი 51 ქულით მილანელები მოდიან.











