ამ ტრანსფერიდან 5 თვის თავზე კი კილიანი რეალის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად იქცა, თითქმის ყველა მატჩში გოლი გააქვს და ახალწვეულებს შორის, საუკეთესო შედეგი აქვს დაფიქსირებული.
ყველა ამბობდა, რომ მბაპე გუნდს ვერ მოერგო და ისე ვეღარ თამაშობდა, როგორც პსჟ-ში, მაგრამ შედეგები სხვა რამეზე მეტყველებს.
ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელები ზაფხულის ტრანსფერების შემდეგ
კილიან მბაპე (რეალი) - 24 მატჩი, 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა
მატეო რეტეგი (ატალანტა) - 25 მატჩი, 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა
მოიზე კინი (ფიორენტინა) - 20 მატჩი, 13 გოლი
სერუ გირასი (დორტმუნდი) - 19 მატჩი, 12 გოლი
ხულიან ალვარესი (ატლეტიკო) - 26 მატჩი, 12 გოლი









