მისი სურვილი გააგრძელოს ფეხბურთის თამაში, რაც შეიძლება დიდხანს
"დიდი ალბათობით გავაგრძელებ თამაშს, რადგან გოლების გატანა არის ის, რასაც ყველაზე კარგად ვაკეთებ. ჯერ არ დამიმთავრებია, ამიტომ გავაგრძელებ თამაშსა და გამარჯვებებს. მსიამოვნებს ახალგაზრდებთან შეჯიბრი, ხანდახან დიდ პატივს არ მცემენ, მაგრამ მე მიყვარს როდესაც მათ მადარებენ. იამალი, ვინისიუსი — ისინი ფანტასტიკურ რაღაცებს აკეთებენ."
ლიგა 1-ისა და საუდის არაბეთის პრო ლიგის შედარების შესახებ

"საუდის არაბეთის პრო ლიგა უკეთესია ვიდრე საფრანგეთის ლიგა 1. სცადეთ სპრინტი 38, 39 ან 40-გრადუს ტემპერატურაზე და შემდეგ ნახავთ, რომელი ლიგის მოთამაშეები არიან უკეთესი. საფრანგეთში მხოლოდ პსჟ არის დიდი გუნდი, სხვები უბრალოდ ჩემპიონატში მონაწილეობენ, იქ სრული სიცარიელეა."
ფეხბურთის შემდეგ, ცხოვრების ახალ ეტაპზე
"როდესაც თამაშს შევწყვეტ, ნამდვილად არ ვიქნები მწვრთნელი ან დირექტორი, მაგრამ შეიძლება კლუბის მფლობელი გავხდე."

ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე
"ჩემი აზრით, გადაწყვეტილება არ იყო მთლად სამართლიანი. როდრისაც უნდა მიეღო ეს ჯილდო, მაგრამ წელს ვინისიუსი იმსახურებდა გამარჯვებას, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლის შემდეგ. ამიტომ ძალიან მომწონს Globe Soccer Awards — ისინი უფრო სამართლიანად აჯილდოვებენ ფეხბურთელებს."
მანჩესტერ იუნაიტედსა და რუბენ ამორიმზე
"რუბენმა ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა პორტუგალიაში, ჩემს კლუბში, სპორტინგთან ერთად, მაგრამ პრემიერ ლიგა არის განსხვავებული ჩემპიონატი. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე კონკურენტუნარიან ლიგაზე მსოფლიოში. ვიცოდი, რომ დასაწყისი რთული იქნებოდა, მათ დიდ ქარიშხალში მოუწევთ ყოფნა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქარიშხალი მალე დასრულდება და მანჩესტერისთვის მზე ამოვა.
გამოსავალი? ამას წელიწადნახევრის წინ ვამბობდი და ახლაც ვიტყვი — პრობლემა მწვრთნელებში არ არის... სხვა პრობლემებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და მათ გამოსწორებაზე დაიწყონ მუშაობა. ეს კლუბი ძალიან მიყვარს და ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე."
რეალ მადრიდისა და ბარსელონას დაპირისპირება
"ხალხი არ ელოდა, რომ მადრიდის რეალი ასეთი კარგი იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ ისინი ახლა ბარსელონაზე ბევრად წინ არიან."