ფარერებთან მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა გააკეთა.
"ფარერების ანგარიშგასაწევი მეტოქე იყო და ჩვენთვის კარგი სპარინგი გამოდგა, რადგან საქმეში ბევრი ფეხბურთელი ვნახეთ. შემდეგი მატჩი კიდევ უფრო რთული იქნება, მზადებას ვიწყებთ და იმედია, გავიმარკვებთ.
დინამო არენაზე თამაში ჩემთვისაც ემოციური იყო, რადგან აქ ბოლოს 8 წლის წინ ვითამაშე. ლორიას ბავშვობიდან ვიცნობ და ყველა გზა, რაც მან გაიარა კარგად მახსოვს.
ვიცი, თუ რა რთული გზა იყო ეს და ვამაყობ, რომ მისი თანაგუნდელი ვარ. ვუსურვებ ბედნიერებას ჯერ საფეხბურთო კარიერაში, შემდეგ სამომავლო მიზნებში", - განაცხადა გველესიანმა.









