ტურინის იუვენტუსის ყოფილმა თავდამსხმელმა, დარკო კოვაჩევიჩმა თავისი თანამემამულის, დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონზე სერბ ფორვარდს 25 მატჩში 15 ბურთი დაუგროვდა. იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში კი ფროზინონეს კარში მან დუბლი შეასრულა.
"ვლაჰოვიჩი ყოველთვის ბრწყინვალე თავდამსხმელი იყო, უბრალოდ მას თავისი თამაშის პოვნა სჭირდებოდა. მის ნიჭსა და პოტენციალში ეჭვი არასდროს მეპარებოდა. დუშანი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე სრულფასოვანი ფორვარდია. იანვრიდან მოყოლებული ის ძალიან კარგ ფორმაშია და მისი წარმატება არ მიკვირს.
დარწმუნებილი ვარ, რომ სერბი თავდამსხმელი იუვენტუსისთვის კიდევ ძალიან ბევრ გოლს გაიტანს. მჯერა, ის, ჰოლანდის მსგავსად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახდება. არ გამიკვირდება, თუ ამ სეზონს ტურინელთა გოლეადორი 25 ბურთით დაასრულებს. მას მხოლოდ 10 გოლი აკლია", - განაცხადა სერბმა ყოფილმა ფორვარდმა.











