ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი მანჩესტერ სიტის თავდამსხმელზე, ერლინგ ჰოლანდზე საუბრობს.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდი საოცარ ფორმაშია და 9 გატანილი ბურთით პრემიერ ლიგის ბომბარდირია.
"ვფიქრობ, ჰოლანდი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელია. მახსოვს ლინეკერი, შირერი, კეინი, იან რაში, თუმცა ჰოლანდი მათგან განსხვავებულია.
სიტის ჰყავდა კუნ აგუერო, რომელსაც ბევრი გოლი გაჰქონდა, მაგრამ ჰოლანდი სხვა დონეა. რასაც მისგან ახლა ვხედავთ, ფეხბურთში არასდროს გვინახავს. ერლინგი საუკეთესოა და მაოცებს", - განაცხადა კარაგერმა.









